ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საბავშვო ბაღის 60–მდე აღსაზრდელს, ასაწყობი კონსტრუქციები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ გადასცა. ,,Campus Lions Club Tbilisi” რეგიონში სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილი სათამაშოები ჩამოიტანა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჰუმანიტარული დახმარება იმ ბაგა–ბაღებში ჩაიტანეს, სადაც ყველაზე ნაკლები სათამაშო იყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის თქმით, სათამაშოები თემის გაერთიანების ყველა საბავშვო ბაღში გადანაწილდება.
საქველმოქმედო აქციას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელიც ესწრებოდა, რომელიც ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
ლეგოს სათამაშოები, ქალაქ ახალციხეში, პირველ და მეოთხე საბავშვო ბაღმაც მიიღო. სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი ბორჯომის პირველ, მესამე და მეოთხე საბავშვო ბაღებშიც შევიდა.