ახალციხის გამგეობა-საკრებულო მეორადი ავტომობილების შესაძენად თემის ბიუჯეტიდან 100 000 ლარს დახარჯავს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნული თანხით, ოთხი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. მათ შორის 50 000 ლარი „ჯიპის“ მარკის ავტომობილში დაიხარჯება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნულისათვის, ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადება – საკითხი დეპუტატებმა თემის წარმომადგენლობით ორგანოში, რიგით მეთოთხმეტე სხდომაზე განიხილეს.
გარდა ამისა, დეპუტატებმა ვალეში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის ნაპირსამაგი სამუშაოებსათვის 202 000 ლარის გამოყოფის საკითხზე იმსჯელეს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვალეში იუსტიციის სახლის სერვის ცენტრი გაიხსენება. დეპუტატებმა სხდომაზე ფართის გამოყოფის საკითხი განიხილეს.
წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატებმა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულებაზეც იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც სოფლის წარმომადგენლების ასისტენტებს, თანამდებობაზე დანიშვნამდე 55%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი 13 საკითხს უყარეს.