მუსხში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დეკემბრის თვიდან სოფლის 1 200 მაცხოვრებელს სასმელი წყლის 12–საათიანი მომარაგება ექნება. ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 166 ათასი ლარით ფინანსდება, რომლის ფარგლებში, სასმელი წყლის წყაროები ერთ ნაკადად შეიკრიბება და სოფელ მუსხის მაგისტრალზე დაერთდება. ამავე პროექტით გათვალისწინებულია, სოფელ ხეოთისთვის 102 მილიმეტრიანი მილის შეცვლა 127 მმ დიამეტრის მილით, რაც ხელს შეუწყობს წყლის დებეტის გაზრდას.
სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ სვირშიც მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც ნოემბრის ბოლოს დასრულდება, რეგიონული განვითარების ფონდიდან 229 ათასი ლარით ფინანსდება.
პარალელურად მიმდინარეობს წყორძა-ახალშენი–ურაველისა და ჭვინთა-ტატანისი-კლიდის სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც ახალციხის მუნიციპაიტეტის ბიუჯეტი აფინანსებს.
სამშენებლო სამუშაოები მხარის გუბერნატორმა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.