„ჩემი პროფესია“ – ასე ერქვა შეხვედრას, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა. მეთორმეტე კლასელებმა პროფესიის შერჩევასთან დაკავშირებით, გამოცდილი ადამიანებისგან რჩევები მიიღეს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარი“ წრმომადგენლებმა ახალგაზრდებს თავიანთ პროფესიისა და საქმიანობის შესახებ უამბეს.
შეხვედრა გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შედგა. ღონისძებას ორგანიზება კულტურის სამსახურმა გაუწია.
მიწვეულ სტუმრებს ადგილობრივი თვითმმართველობისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.