ახალციხის მერიაში, ჰერალდიკის კომისიამ ქალაქის სიმბოლიკის ესკიზი მეორედაც დაიწუნა. გერბისა და დროშის შესარჩევად კომისია კონკურსს მესამედ გამოაცხადებს. მეორე კონკურსის დროს შერჩეული ნიმუში, კომისიის წევრებთან ერთად, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განიხილა. მამუკა გონგაძის თქმით, აუცილებელი პრინციპები დაცულია, თუმცა კომისიის მიერ რამდენიმე დღის წინ შერჩეულ ნიმუშს მხატვრულობა და შინაარსობრივი დატვირთვა აკლია.
საკრებულოს წევრებისა და მერიის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ გერბი და დროშა არ დააამტკიცა და გადაწყიტა, რომ კონკურსი კიდევ ერთხელ გამოაცხადოს.