,,ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“, ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში საგანგებო
ბრიფინგი გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ ახალციხის გამგეობაში
შტატების გაზრდის საკითხი გააპროტესტა. გელა დემეტრაძის
თქმით, თვითმმართველობა შვიდ ახალ შტატს ამატებს.
,,ქართული ოცნების” ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავიანთი ნათესავები დაესაქმებინათ და დღეს საკრებულოს სხდომაზე გაიტანეს ეს საკითხი განსახილველად. მე მოვუწოდებ, დაანებონ თავი ასეთი საკითხების გატანას სხდომაზე და იფიქრონ უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე.“ – განაცხადა დემეტრაძემ.
,,ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ,,ქამრების შემოჭერის“ პროცესის ფონზე, ადგილობრივ თვითმმართველოობაში შტატების დამატება, მიუღებელია.
შეგახსენებთ, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, აღნიშნულის გამო, დღეს პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს.