ხმაურით დაიწყო დღეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. ოპოზიციური პარტიის
წარმომადგენლებმა ბიუჯეტში შესული ცვლილებები გააპროტესტეს, რომლის
მიხედვითაც, სოციალური პაკეტი შემცირდა და ჯარიმები და საურავები
გაიზარდა. „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ასევე, გააპროტესტეს
შვიდი შტატის დამატების საკითხიც.
საკრებულოს რიგით მე–13 სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხს ამ დროისათვის ოპოზიციის გარეშე განიხილავენ.