მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით, რაიმე სახის გადაწყვეტილება მიღებული არ არის – ეს განცხადება დასავლეთ საქართველოს მუფტის მოადგილემ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
ადამ შანთაძე აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემისთვის მთავარი შენობის წარმომავლობის გარკვევაა და ეს საკითხი კვლავ ღიად რჩება. შენობაზე მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს აქვს პრეტენზია, ამიტომ პრობლემის მოგვარებას ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასჭირდება. ადამ შანთაძემ აღნიშნა, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და სახელმწიფოს შეთავაზებაზე მუსლიმი თემის გადაწყვეტილება, პირველ დეკემბერს, ე.წ. მოხეს კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი.