ქალაქ ახალციხის საკრებულოში დღეს რიგით მეცამეტე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა კენჭი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს უყარეს. მათ შორის იყო ბიუჯეტში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ახალციხეში მესხეთის ქუჩის რეაბილიტაციისათვის 346 ათას ლარამდე გამოიყო, ასევე მოწესრიგდება დიდიმამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოები. იგეგმება ახალციხის ციხის ტერიტორიაზე აბანოების რეაბილიტაციაც, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 ათას ლარამდე განისაზღვარა.
დეპუტატებმა კენჭი ა(ა)იპ „ახალციხის ტბის“ 65 ათასი ლარით დაფინანსებასაც უყარეს.
წარმომადგენლობით ორგანოში წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარის
განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, ცნობად მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ კახა ბერიძემ გადადგომის თაობაზე ბიუროს სხდომაზე
განაცხადა, ამ დროისათვის კი თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე
ასრულებს. როგორც თამარ გოგოლაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ახალი
თავმჯდომარე მას შემდეგ აირჩევა, რაც საკრებულოს, კანდიდატობის
მსურველები განცხადებით მიმართავენ.
ამ დროისათვის კი წარმომადგენლობით ორგანოში არცერთი განაცხადი
შესულა.