სახელმწიფო სერვისების მიღებას დღეიდან ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს. სამცხე-ჯავახეთში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ორი ახალი ტერიტორიული სამსახური ამოქმედდა.
მომსახურების ოფისები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები შიო ხეცურიანი და პაპუნა უგრეხელიძე დესწრნენ .
მომსახურების ოფისები თანამედროვე ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით აღიჭურვა; მოწესრიგდა როგორც მომხმარებელთა მომსახურების დარბაზი, ისე ინფრასტრუქტურა, გათბობისა და ვენტილაციის სისტემა; მთლიანად განახლდა შენობის ექსტერიერი და ინტერიერი.
განახლებულ ოფისებში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს 200-ზე მეტი სერვისით მარტივად სარგებლობის საშუალებას აძლევს.
რეაბილიტირებული ტერიტორიული ოფისები ნინოწმინდაში − პუშკინის ქ. №43-ში, ასპინძაში კი ვარძიის ქ. №117-შია განთავსებული.