ახალციხის „სათნოების სახლის“ თანამშრომლებმა რამდენიმე საკითხზე შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღეს. სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა დაწესებულების კვების ბლოკი 30 ივლისს შეამოწმეს. როგორც რეგიონული სამმართველოს უფროსი, ლია ბექაური განმარტავს, 3 კაციანი ჯგუფი „სათნოების სახლში“ დილის 10:00 საათზე მივიდა, ამ დრიოსათვის კი დაწესებულებაში ხორცის ნაწარმი შეტანილი არ იყო, ამიტომ ამ კუთხით მათ შენიშვნები არ დაუფიქსირებიათ.
სპეციალისტებმა რეკომენდაციები, ძირითადად, ჰიგიენური ნორმების დაცვისა და ეტიკეტირების შესახებ გასცეს.
შემოწმებისას, ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის თანამშრომლებიც.
უმწეოთა სასადილოს აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად რამდენიმეკვირიანი ვადა მიეცა. გამოსწორდება თუ არა მდგომარეობა, ამის შესამოწმებლად, სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ.
აღნიშნული საკითხის შესახებ, ,,მე–9 არხი“ სათნოების სახლის მენეჯერს, ნათია მელიქიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა.
სურსათის ეროვული სააგენტოს მხრიდან, ახალციხის „სათნოების სახლის“ შემოწმების ეს პირველი შემთხვევა იყო.
სააგენტო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობით ,,მე–9 არხის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, დაინტერესდა.