სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი დასრულდა. მის ფარგლებში 65კმ-იანი სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა,- ამის შესახებ ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ დაფინანსებული, “სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის” (ASP) დასრულების შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით სარწყავი სისტემის მოწესრიგება დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ადგილობრივ მოსახლეობას მეტი მოსავლის მოყვანის საშუალება ექნება.
„სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტს (ASP)” 2010 წლიდან საქართველოს მთავრობა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ინფრასტრუქტურული პრობლემის აღმოფხვრასა და ფერმერების ეკონომიკურად გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს, რომლის მნიშვნელოვან ასპექტს სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია დასაქართველოს სხვდასხვა რეგიონში სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარება წარმოადგენს.