ვალის მეორე შახტის მოსახლეობამ დასახლებამდე მისასვლელი
გზა გადაკეტა. ადგილობრივები ტრაილერების
გადაადგილებისას გამოწვეულ ხმაურს აპროტესტებენ. მათი თქმით,
სატვირთო მანქანები, რომლებიც BP–ს ასფალტო–ბეტონის ჩამომსხმელ
ქარხნისკენ გადაადგილდებიან, სწრაფად მოძრაობენ, რის გამოც შენობები
ინგრევა, მტვერი კი გარემოსა და საცხოვრებელ სახლებს
აბინძურებს.
გადაკეტილი გზის გამო, ამ დროისთვის, ქარხანამდე მისასვლელი გზის ორივე მხარეს 10–მდე ტრაილერია გაჩერებული.
აქციის მონაწილეებს შეხვდა გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ორგანოში. ელიოზ ბარბლიშვილი მეორე შახტის მოსახლეობას დაპირდა, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთი მოასფალტდება, მანამდე კი მოირწყვება.
ადგილზე მუშაობს ,,მე–9 არხის” გადამღები ჯგუფი, დეტალებს დღის მთავარ გამოშვებაში, 21:30 საათზე შემოგთავაზებთ.