ქალაქ ახალციხეში
გამოცხადებული ჰერალდიკის კონკურსი ჩაიშალა. დედაქალაქში გაგზავნილ
ორივე ნიმუშში ჰერალდიკის საბჭომ გარკვეული შენიშვნები შეიტანა.
შესაბამისად, ახალციხის საკრებულოში შექმნილი კომისიის ბოლო სხდომაზე,
შვიდმა წევრმა კონკურსის უშედეგოდ დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
მათ აქვე განმარტეს, რომ გერბისა და დროშის შესარჩევად, ჰერალდიკის
კონკურსი თავიდან გამოცხადდება, სადაც სიმბოლოკის შექმნის მოთხოვნები
უფრო დაკონკრეტდება.
ახალციხის მიერ გადაგზავნილი ერთი ავტორის ორი ნიმუშის შესახებ კი საბჭომ ახალციხის ჰერალდიკის კომისიას შემდეგი შენიშნვენი გადმოუგზავნა: პირველ ნიმუშში მათი ინფორმაციით, დარღვეულია ჰერალდიკის მთავრი კანონი, რაც ვერცხლის ველზე ოქროს ჯვრის გამოსახვის დაუშვებლობას გულისხმობს. ფერებისა და მეტალების გამოყენების შესახებ, ვერცხლისა და ოქროს ერთად გამოყენების პრონციპი მოქმედებს დროშის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, მათი რეკომენდაციის მიხედვით, ფარის შიგნით წარმოდგენილი რაბათი ნატურალურად არის გამოსახული, თუმცა ციხესიმაგრე სიმბოლური ხასიათის უნდა იყოს.
რაც შეეხება მეორე ნიმუშს, საბჭოს გადაწყვეტილებით, ორი ლომის გამოსახვა სიმბოლიკაზე გამართლებული არ არის, მით უფრო, რომ ერთი მათგანი არასწორი მიმართულებით არის ნაჩვენები. შენიშვნა შეეხო ლურჯ ფერსაც, საბჭოს ინფორმაციით, ლურჯის შემოტანა ახალციხის საქალაქო სიმბოლიკაში არგუმენტირებას საჭიროებს, რადგან დროშის ფერები ლურჯი და მწვანე იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტის სიმბოლოებს ემსგავსება. ორივე შემთხვევაში შესამკობელი ვერცხლის უნდა იყოს– ნათქვანია რეკომენდაციებში.
ახალციხის საკრებულოში შექმნილი კომისია ჰერალდიკის კონკურსის გამოცხადებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ახალციხის საკრებულოში შექმნილმა ჰერალდიკის კომისიამ, სადაც საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა ისტორიკოსებმა და ხელოვანმცოდნეებმა მიიღეს, 21 ივლისს, ორი ნამუშევარი შეარჩიეს. კონკურსის შედეგად წარმოდგენილი იყო ოთხი ავტორის ცხრა ნიმუში. ზოგი მათგანი ფერის, ზოგი კი სიმბოლოების გამო იქნა დაწუნებული.