ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ გოგოლაძემ “რესპუბლიკური პარტია” დატოვა.
პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მან 3 ნოემბერს მიიღო. მიზეზებზე თამარ გოგოლაძე ამ დროისთვის არ საუბრობს.
“გიდასტურებთ, რომ დავტოვე პარტია. ამ ეტაპზე სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია” – განუცხადა “მეცხრე არხს” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს შეუერთდება თუ არა სამომავლოდ რომელიმე პოლიტიკურ ძალას.
თამარ გოგოლაძე რესპუბლიკური პარტიის რიგებში 2006 წლიდან ირიცხებოდა.
2014 წლიდან დღემდე იგი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.
თიკო კურტანიძე