13
ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, სამცხე–ჯავახეთში
დაახლოებით, 142 600 ლარი შეგროვდა. რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში
თანხა ადგილობრივმა მოსახლეობამ და გამგეობისა და საკრებულოს
თანამშრომლებმა შეაგროვეს.
ახალციხის მერიამ სარეზერვო ფონდიდან 20 000 ლარი გამოყო. გარდა ამისა, მოსახლეობამ და გამგეობის თანამშრომლებმა პირადი შემოსავლიდან 3 000 ლარი შეაგროვეს.
ახალქალაქიდან კი სტიქიით დაზარალებულებს 55 ათასი ლარით დაეხმარნენ, აქედან 14 ათასი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, დანარჩენი თანხა კი მოსახლეობამ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა შეაგროვეს.
სარეზერვო ფონდი არ გამოუყენებიათ ნინოწმინდის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, თუმცა, ისინი სტიქიით დაზარალებულებს საკუთარი შემოსავლებითა და მოსახლეობის შემოწირულობებით დაეხმარნენ. ახალციხის მუნიციპალიტემა 2 600 ლარამდე შეაგროვა, ადიგენის მუნიციალიტემა 4 000 ლარზე მეტი, ნინოწმინდამ 25 ათასი ლარი, ბორჯომმა კი 7 000 ლარი. ასპინძის მუნიციპალიტეტმა შემოწირულობებითა და თანამშრომელთა მიერ გადარიცხული თანხით 5 000 ლარი შეაგროვა. 36 000 ლარი კი, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტებიდან დაზოგა და რომლითაც სხვა პროექტის განხორციელებას აპირებდა, ცენტრალურ ბიუჯეტს უკან, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად დაუბრუნა.