„ქალები აქტიურ პოლიტიკაში“-პროექტის ფარგლებში ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ახალციხიდან, ასპინძიდან და ადიგენიდან აქტიურმა ქალბატონებმა მიიღეს.
ღონისძიება ახალციხეში, არასმთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისათვის“ ორგანიზებით ჩატარდა.
წარმომადგენლების განმარტებით, შეხვედრის მიზანს ქალების, როგორც ამომრჩევლებისა და პოლიტიკური ფიგურების, გააქტიურებაში ხელშეწყობა წარმოადგენს.
ახალციხის შემდეგ ,აგვისტოს თვეში ღონისძიება ნინოწმინდასა და ახალქალაქში გაიმართება. მსგავსი სახის შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
პროექტი „ქალები აქტიურ პოლიტიკაში“, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ხორციელდება