ახალციხის
მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს სხდომა დღეს ნახევარი საათის
დაგვიანებით დაიწყო, ამის მიზეზად წარმომადგენლობით
ორაგნოში, შესყიდვების სამსახურიდან მასალების დაგვიანებით
შეტანა დაასახელეს, რამაც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების
პროტესტი გამოიწვია.
“მეცხრე არხთან” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი მაკა სუდაძე განმარტავს, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე უნდა გამოეტანათ 15 ივლისს, ბიუროს სხდომაზე განიხილეს.
“დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი გუშინ ბიუროს სხდომაზე განვიხილეთ და საკრებულოს სხდომაზე გასატანათ დავამტკიცეთ. დღეს ეს, სხდომის დაგვიანების მიზეზი არ უნდა გამხდარიყო იმიტომ, რომ მხოლოდ დეპუტატებისთვის თითო ეგზემპლარების ამობეჭდვა იყო საჭირო. ეჭვი მაქვს, რომ საკრებულო ბიუროს გუშინდელ გადაწყვეტილებას ცვლის” -ამბობს მაკა სუდაძე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს სხდომაზე “მეცხრე არხის” გადამღები ჯგუფი იმყოფება და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.