ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ახალციხეს ესტუმრნენ და 1992 წლის აგვისტორს თვეში, აფხაზეთის ომში გარდაცვლილი პაატა ნათენაძის საფლავი და მისივე სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც „მეცხრე არხთან“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი მოადგილე განმარტავს, აფხაზეთის ომში დაღუპილათა მოსახსენიებლად ახალი მემორიალი, მიმდინარე წელს ახალციხის ცენტრალურ პარკში დაიდგმება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ახალციხეში სტუმრობა და პაატა ნათენაძისათვის პატივის მიგება, მისივე დაბადების დღეს გადაწყვიტეს.
აფხაზეთის ომში ტრაგიკულად გარდაცვლილს 12 ივლისს 62 წელი შეუსრულდებოდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს ყველა რეგიონში ჩასვლასა და ომში დაღუპული მებრძოლებისათვის პატივის მიგებას გეგმავენ.