სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დღეს ფერისცვალება ანუ ვართავარის დღესასწაული აღნიშნა. იგი გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ტაძარის ეზოში წუწაობის რიტუალით დაიწყო, რის შემდეგაც მორწმუნეებისათვის წირვა აღევლინა.
წირვის დასრულების შემდეგ ახალციხის სომხურ სამოციქულო ეკლესიის ეზოში, ტაძრის წიონამძღვარმა წყლი აკურთხა. დღესასწაულთან დაკავშირებით ახალგაზრდებმა ღონბიძიება გამართეს. ვართავარის ანუ ფერისცვალების დღესასწაულს საფუძვლად სახარებისეული ეპიზოდი დაედო. რომლის მიხედვითაც, იესო ქრისტე თავის სამ მოციქულთან ერთად, თაბორის მთაზე ავიდა და ფერი იცვალა.
წყლის შესხმით მორწმუნეები ერთმანეთს ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებენ, წყალი ამავდროულად საღვთო მადლს აღნიშნავს.