ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსისათვის გასაუბრების ეტაპი მიმდინარეობს. პროცესზე პირველ დღეს 22 კონკურსანტი იყო მოწვეული, თუმცა აქედან მხოლოდ 17 მათგანი გამოცხადდა, დღეს კი გასაუბრება რვა კონკუსრანტიდან მხოლოდ ოთხმა გაიარა. დარჩენილი შვიდი მონაწილე კომისიის წინაშე 13 ივლისს წარსდგება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალ თანამშრობლებს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შვიდი წევრი არჩევს, რომელსაც გამგებელი ზაზა მელიქიძე ხელმძღვანელობს.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი 9 ივლისს დაიწყო. გასაუბრება სულ 37 კონკურსანტს უნდა გაევლო.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განმარტებით, სხვადასხვა პოზიციაზე 17 პიროვნება შეირჩევა.