ახალი ამბები
არჩევნების მეორე ტური – შედეგები და შეფასებები
მეორე ტურში გამარჯვება ქართულმა ოცნებამ ფოიერვერკით აღნიშნა. ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატმა ოპონენტს თითქმის 40 %–ით აჯობა.  „ქართული ოცნება“ მეორე ტურში გამარჯვებას მთელი ღამე ზეიმობდა.

მეორე ტურში გამარჯვება ქართულმა ოცნება იერვერკით აღნიშნა. ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატმა ოპონენტს თითქმის 40 %–ით აჯობა.  „ქართული ოცნება“ მეორე ტურში გამარჯვებას მთელი ღამე ზეიმობდა.

გიორგი კოპაძე პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატთან თითქმის 5%–იანი სხვაობით დამარცხდა. ქართული ოცნების კანდიდატი დღეს წარმატების მთავარ მიზეზად ძალების გაერთიანებას მიიჩნევს.

ერთიანობას მიიჩნევს გამარჯვების მთავარ მიზეზად ქართული ოცნების მერობის კანდიდატიც. ვლადიმერ ზედგინიძე თანამებრძოლის მსგავსად, პირველ ტურში ასევე დამარცხდა თავის ოპონენტთან.

“ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებული კანდიდატი “ქართული ოცნების” კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს. ვაჟა ჩიტაშვილი, თითოეულ ამომრჩეველს მადლობას უხდის და საჭიროების შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას ისევ ჰპირდება.

მეორე ტურში  N38–ე ადიგენის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ყველა საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა.  შედეგების ასეთ რადიკალურ სხვაობას არ ელოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარტიის ერთერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი დამარცხების მიზეზად მოსახლეობის დაშინებას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ასახელებს.

მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ახალციხესა და ადიგენში გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთა ხმების 69.83% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა – 30.18%. საოლქო კომისიის თავმჯდომარის თეა გავაშელის განცხადებით, საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩიარა

ვაჟა ჩიტაშვილმა არჩევნების მეორე ტურში 53 უბნიდან მხოლოდ ვალის ორ უბანზე გაიმარჯვა. რაც შეეხება ირაკლი ერეკლიშვილს ოპონენტმა „ქართული ოცნებიდან“ ქალაქის ყველა უბანზე დაამარცხა.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.