სტიქია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში დღეს, 20 ივნისს დაფიქსირდა. სოფლის წარმომადგენლის, ელგუჯა ჯვარიძის თქმით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ხეხილი და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები მნიშვნელოვნად დააზიანა.
“ადრე რაც გადარჩა, ამჯერად სეტყვამ მთლიანად გაანადგურა. არვიცი სოფელში დარჩა თუ არა რამე. მთელი აწყური ამ წუთებშიც გადათეთრებულია სეტყვისგან” – განუცხადა “მეცხრე არხს” ელგუჯა ჯვარიძემ.
პირველად აწყურში სტიქია 11 ივნისს დაფიქსირდა, რა დროსაც ნათესები, ნარგავები და ხეხილი დაზიანდა. ღვარცოფმა გზაზე ნაშალი მასალა ჩამოიტანა და ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტა.