ქალაქ ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატება კენჭი დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხს უყარეს, რომელიც ბიუჯეტში ცვლილებებს ეხებოდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, სამხედრო გაწვევისას ტრანსპორტირებისათვის და სხვა პროექტებისთვის გამოყოფილი ხარჯები 146 ათასი ლარით შემცირდა, აღნიშნული თანხა აბის დასახლებაში ქუთაისის ქუჩის რეაბილიტაციას მოხმარდება.
რიგგარეშე სხდომას საკრებულოს 15 დეპუტატიდან მხოლოდ 9 მათგანი ესწრებოდა, თუმცა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ჯიმშერ გოგოლაური თვლის, რომ საკრებულოს სხდომები თვეში რამდენჯერმე არ უნდა ტარდებოდეს.