ახალციხის
მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში მტაცებელმა, ორი ხბო
დაგლიჯა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დილით პირუტყვი ეზოში მკვდარი დახვდათ.
ინფორმაცია “მეცხრე არხს” ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთის წარმომადგენელმაც დაუდასტურა.
გიორგი ბლიაძის თქმით, პირუტყვს თავს რომელი მტაცებელი დაესხა, სოფელში არ იციან. ადგილობრივებს ბოლო პერიოდში სოფლის სიახლოვეს, მგელი ან სხვა მტაცებელი არ შეუნიშნავთ.