ერთ საათზე მეტია, ადიგენის
მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა, რამაც ტერიტორიაზე
არსებული ქვესადგური დატბორა.
როგორც “ენერგო-პრო-ჯორჯიას” ახალციხე-ადიგენის მომსახურების ცენტრში აცხადებენ, ქვესადგური მთლიანად დაიტბორა, რის გამოც ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა.
მოხდება თუ არა ღამის განმავლობაში, კურორტზე ელექტრო ენერგიის აღდგენა, ამას “ენერგო-პრო-ჯორჯიაში” ვერ აკონკრეტებენ.
“მეცხრე არხის” ინფორმაციით, აბასთუმანში, ამ დრომდე, გადაუღებლად წვიმს.