ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახალციხესა და ადიგენში გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთა ხმების 69.83% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა – 30.17%.
N44–ე ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატს, მეორე ტურში მხარი 19 437–მა ამომრჩეველმა დაუჭირა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს – 8 396–მა.
ცესკოს ვებ გვერდზე, ამ დროისათვის 53–ვე უბნის ოქმია ატვირთული.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 44.07% (12 721) მიიღო, ხოლო “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”–ს კანდიდატმა – 39.65% (11 446).
თიკო კურტანიძე