თბილისში, სტიქიის შედეგად დადაზარალებულთა დასახმარებლად დღეს მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა.
„იქ სადაც ჩემი სახლია“ ერთი ქართული ოჯახის დრამატულ ამბავს მოგვითხრობს. გმირები დღევანდელ რეალობაში თავის გადარჩენას ცდილობენ.
კომედიური ჟანრის სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი კახა გოგიძეა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა საქველმოქმედო ხასიათისა იყო დარბაზში მაყურებლის სიმცირე იგრძნობოდა.
თეატრის ხელმძღვანელების განმარტებით, სპექტაკლზე შემოსული თანხა დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. გარადა ამისა თეატრის თანამშრომლები სტიქიისაგან დაზარალებულებს საკუთარი ხელფასიდანაც დაეხმარებიან.