ქალაქ ახალციხის
მუნიციპალიტეტის მერია თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა
დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს. აღნიშნულის
შესახებ, შესაბამისი განცხადება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის
“ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
“ჩემო თანამოქალაქენო, ჩემო ახალციხელებო, მოგეხსენებათ რა ტრაგედია დატრიალდა თბილისში. თითოეულ თქვენთაგანს მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ გავერთიანდეთ და ერთად ვიზრუნოთ დაზარალებულთა დასახმარებლად. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდან და მერიის თითოეული თანამშრომლის დანაზოგიდან დაზარალებულთა დასახმარებლად შევიძენთ ჰუმანიტარულ დახმარებას.
სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მსურველებს, გთხოვთ მოგვაკითხოთ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე ( მისაღებში), 15 ივისს, 9 საათიდან 18 საათამდე. წინასწარ გიხდით მადლობას” – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თბილისში წუხანდელმა სტიქიამ 12 ადამიანი იმსხვერპლა, 24 კი დაკარგულად ითვლება.