„ქართული იცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძემ ახალციხე– ადიგენის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან პროვოკაციული ქმედებებისკენ მოწოდების ფაქტებზე ისაუბრა. განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალების ლიდერი გიორგი გაბაშვილი.
ოპოზიციური პარტიის მხრიდან ახალციხისა და ადიგენის საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა სპეციალური განცხადება გააკეთა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 44–ე საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ და მხარდამჭერებს პროვოკაციული ქმედებებისკენ მოუწოდებდნენ.
ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. გიორგი გაბაშვილის თქმით, შესაძლოა ეს იყოს იმის ანონსი, რასაც უბნებზე თავად „ქართული ოცნება“ გეგმავს. მისივე მტკიცებით, ახალციხე–ადიგენის ოლქში მმართველი ძალის მიერ ამომრჩევლების დაშინების არაერთი ფაქტი გამოვლინდა. გაბაშვილი ირწმუნება, რომ მათ მიზანს სწორედ მხარდამჭერების გამხნევება წარმოადგენდა.
ახალციხე–ადიგენის 53–ვე უბანზე არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებმა მაჟორიტარობისა და ახალციხის მერობის კანდიდატები აირჩიეს.