“ნინო–ბურჯანაძე– ერთიან ოპოზიციას” ადიგენში ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრეს. აღნიშნულის თაობაზე “მეცხრე არხს” “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობის” ადიგენის შტაბის უფროსმა განუცხადა. მალხაზ ბოჩიკაშვილის თქმით, ადიგენის საკრებულოს ფრაქციის შექმნის მოთხოვნით 4 ივნისს მიმართა. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა დღეს, 11 ივნისს შედგა. წევრების გადაწყვეტილებით, “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას” ფრაქციის შექმნაზე უარი ეთქვა.
ბოჩიკაშვილის განმარტებით, კომისიის გადაწყვეტილება არ შეესაბამება საკრებულოს რეგლამენტის 35–ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის მიხედვითაც მათ ფრაქციის შექმნაზე უარი ეთქვათ. აღნიშნული მუხლის თანახმად კი ფრაქცია წევრების საერთო პოზიციით უნდა შეიქმნას.
“ჩვენ ადიგენის კეთილდღეობის მიზით, “მრეწველებთან” გავერთიანდით და ფრაქციის შექმნა გადავწყვიტეთ. ერთი აზრი რომ არ გვქონოდა, ამ საკითხით საკრებულოს არც მივმართავდით” – აცხადებს მალხაზ ბოჩიკაშვილი.
“მეცხრე არხი” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულიოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. მუხრან ხარშილაძემ განაცხადა, რომ ამ დროისათვის შესაბამისი ოქმი იწერება, რომელშიც ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, საკრებულოს უარი მითითებული იქნება.
“მეცხრე არხი” თემის დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით