ვალის სამრევლო სკოლამ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
მოსწავლეებმა კულტურის სახლში ხალხური სიმღერები, ლექსები და ცეკვები შეასრულეს, ღონისძიების თემა ქართული ტრადიციები იყო.
„ვცდილობთ ჩვენი ღონისძიებებით ბავშვებში ქრისტიანული სული გავაღრმაოთ“ – განაცხადა „მეცხრე არხთან“ ვალის სამრევლო სკოლის დირექტორმა. მონაზონ ევგენიას თქმით, სკოლა მსგავსი სახის ღონისძიებას უკვე მესამედ ატარებს და ისინი ანგარიშს როგორც ეპარქიას ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველწლიურად ჩააბარებენ.
სკოლის შემაჯამებელ ღონისძიებას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე , სასულიერო პირები და რეგიონის პირველი პირები დაესწრნენ.