საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი უკვე ახალციხეში არიან. ამ წუთებში თინათინ ხიდაშელი და ვახტანგ კაპანაძე ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ათვალიერებენ. ადგილზე იკრიბებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლევბიც.
14:00 საათზე, ახალციხის ციხეში ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსების დასრულების ცერემონიალი დაიწყება, სადაც მინისტრი და გენშტაბის უფროსი ჯარისკაცებს დიპლომებს გადასცემენ და სწავლის წარმატებით დასრულებას მიულოცავენ.
ღონსძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი ,,მესხეთი“ მიიღებს.