N37–ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის დაახლოებით, 46 % შეადგინა. საღამოს ხუთი საათისთვის საკუთარი პოზიცია ახალციხის მუნიციპალიტეტში 15 900 –მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
N37–ე ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ამ დროისათვის ოთხი საჩივარია დაწერილი. თეა გავაშელის თქმით, არცერთი დარღვევა სერიოზული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ახალციხესა და ადიგენში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.