განათლება
ახალციხეში, უნივერსიტეტის შენობიდან, სტუდენტებმა, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაანონსებული გაფიცვა ამ დრომდე არ დაწყებულა. შენობის ეზოში 10-მდე ახალგაზრდა იმ სტუდენტებს ელოდება, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ,,რექტორის საათის" ფარგლებში ადმინისტრაციასთან შესახვედრად შეიყვანა.
უნივერსიტეტის რექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა კითხვაზე პასუხს ,,რექტორის საათის" დასრულების შემდეგ გასცემს.
მას შემდეგ, რაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის შიდა ჯგუფში გაჩნდა ინფორმაცია გაფიცვის შესახებ, მალევე, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ, იმავე დღესა და იმავე საათზე, სტუდენტებს რექტორთან შეხვედრის საათი ჩაუნიშნა.
სოლიდარობის ნიშნად, უნივერსიტეტის შენობიდან, სტუდენტებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
გააზიარეთ :