მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში.
გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი 50-მდე მოსწავლის ნამუშევარით სკოლამ მეორე სემესტრი შეაჯამა.
სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული ნახატები, კერამიკული,
ვიტრაჟული და თიხის ხელნაკეთი ნივთები, პეიზაჟები, პორტრეტები და
ნატურმორტები მოსწავლეების მიერ მთელი წლის განმავლობაში
იქმნებოდა.
3 ივნისს, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე სამხატვრო სკოლის კიდევ ერთი,
მასშტაბური გამოფენაა დაგეგმილი, რომელიც ამერიკის დღეებს
მიეძღვნება.