ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისათვის ბოლო ზარი დაირეკა.
ახალგაზრდებმა სწავლის დასრულება სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით ახალციხის მერიამ ქალაქის სკოლის მოსწავლეებს სიმბოლურ საჩუქრად ხატები გადასცა, მუსლიმი სარწმუნოების წარმომადგენლებმა კი ნახატები მიიღეს.
აღნიშნულისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 100 ლარი დაიხარჯა. ახალციხის საჯარო სკოლებში, ბოლოზარი დღეს 281 მოსწავლისათვის დაირეკა.