ახალციხის საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები დასრულდა. მოსწავლეებმა ბოლო ტესტირება დღეს ქიმიაში გაიარეს.
როგორც საჯარო სკოლების დირექტორები აცხადებენ, საგამოცდო პროცესმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა. თუმცა ისინი მოსწავლეების მიერ მიღებული შედეგებით უკმაყოფილონი არიან. ქალაქის მასშტაბით, საჯარო სკოლებში 10 ქულა მინიმალური რაოდენობით დაფიქსირდა.
მიმდინარე წელს საატესტაო გამოცდები პირველი საჯარო სკოლიდან
98-მა, მეორე და მესამე საჯარო სკოლებიდან 30-30–მა, მეხუთედან
–109–მ, ხოლო მეექვსე საჯარო სკოლიდან 26-მა მეთორმეტეკლასელმა
ჩააბარა. სასწავლო დაწესებულებებში ეგრეთ წოდებული სარეზერვო
გამოცდები არ დანიშნულა.
საქართველოს მასშტაბით, ტესტირება დაახლოებით, 1600 საჯარო და კერძო
სკოლაში ჩატარდა. გამოცდებზე, რომელიც 20 მაისს დაიწყო, დაახლოებით,
44 000 მე–12 კლასელი გავიდა.