დილით ბორჯომში
საცხოვრებელ სახლს ხანძარი დღეს გაუჩნდა. ქეთევან
წამებულის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლიდან გამოსული კვამლი
მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო გამოიძახეს. ამ დროს სახლში სახლის
მეპატრონე მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ბინიდან ასევე მეზობლებმა
გამოიყვანეს.
მამაკაცი სახლში მარტო იყო და როგორც მეზობლები ამბობენ სახე და ხელები დაეწვა.
ადგილზე ბორჯომის საგანგებო სიტუაცუიების მართვის სამსახური მუშაობდა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
დაშავებული მამაკაცი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.