ასპინძის „ქალთა ოთახში“ დღეს ქალბატონებისათვის ტრენინგი ჩატარდა. სხვადასხვა სოფლებიდან აქტიურმა ქალებმა სემინარი „სახელმწიფო მოწყობა ადგილობრივ თვითმართველ ორგანოებში და მოქალაქეთა მონაწილეობა“ მოისმინეს და თემის ირგვლივ დისკუსიაც გამართეს.
„სახელმწიფო მოწყობა ადგილობრივ თვითმართველ ორგანოებში და მოქალაქეთა მონაწილეობა“ -ამ სახელწოდების ტრენინგი ასპინძის „ქალთა ოთახში“ გაიმართა. მასში მონაწილეობა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების: – რუსთავის, ოშორის, იდუმალის, საროს, ნიჯგორის, თმოგვისა და ტოლოშის აქტიურმა ქალბატონებმა მიიღეს.
სახელმწიფო მოწყობისა და მასში მოქალაქეების ჩართულობის შესახებ ტრენინგი, ასპინძის ,, ქალთა ოთახში” კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევების ცენტრის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ორგანიზება „ქალთა ოთახის“ მენეჯერმა მედეა ქავთარაძემ გაუწია. მის მიზანს თვითმმართველი ერთეულის საქმიანობაში ადგილობრივი ქალბატონების გააქტიურება წარმოადგენდა.
სემინარი ასპინძაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 ქალი იყო ჩართული. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევების ცენტრის ინიციატივით „ქალთა ოთახში“ ტრენინგი 14 მაისსაც გაიმართება. აქტიური ქალბატონები, ამჯერად, ადამიანის უფლებების დაცვაზე იმსჯელებენ. მსგავსი სახის ტრენინგები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში არსებულ ,,ქალთა ოთხებში” ტარდება.