სამცხე-ჯავახეთში, საპატრულო პოლიციის უფროსად დავით მაღრაძე დაინიშნა. იგი ამ დრომდე აღნიშნულ პოსტზე უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
აღნიშნული “მეცხრე არხს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა, ოფიციალურად როდის მოხდა თანამდებობაზე მაღრაძის დანიშვნა, ძალოვან უწყებაში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.
დავით მაღრაძემ სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ზაალ ფუტკარაძე შეცვალა, რომელიც მუშაობას ამჟამად ქუთაისში აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ დავით მაღრაძე საზოგადოებისათვის ცნობილი, პოლიტპატიმარ ზურა ხუციშვილის დაკავების შემდეგ გახდა, რომელმაც მას ბრალი უკანონო დაკავებასა და პოლიციელისათვის შეუფერებლ ქმედებაში დასდო. აღნიშნულს “მეცხრე არხთან” ხუციშვილის ადვოკატი, ნუგზარ სამარჯიშვილიც ადასტურებდა.