ახალქალაქი პირველად,
ევროკავშირის დღის აღნიშვნისათვის ემზადება. ღონისძიება
ჯავახეთში, 12 მაისს 12:00 საათზე დაიწყება, რომელსაც
ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაესწრება. ევროკავშირის დღე
ახალქალაში ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ ინიციატივით იმართება.
ელჩი თავისი მისიის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთს პირველად ეწვევა.
იანოშ ჰერმანი სამცხე-ჯავახეთის გუბრენატორსა და ახალქალაქის გამგებელს შეხვდება და რეგიონის გამოწვევებსა და ერთობლივ გეგმებზე ისაუბრებს. საუბარი შეეხება, სოფლის მეურნეობის საკითხებზეც.
ევროპის დღის აღსანიშნავად, ახალქალაქის კულტურის ცენტრში საზეიმო კონცერტი მოეწყობა. ENPARD-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის) პროგრამის ფარგლებში მცირე ფერმერული კოოპერატივები, საკუთარი წარმოების საკვები პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას წარმოადგენენ. სტუმრები იმ პროექტებს გაეცნობიან, რომლებსაც ევროკავშირი რეგიონში ახორციელებს.
ორგანიზაცია “მერსი ქორფსი” ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ახალქალაქსა და ნინოწმინდაში სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ნაწილია.
ევროპის დღეები ENPARD-ის პროგრამის ინიცირებით საქართველოს კიდევ 4 ქალაქში მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ქობულეთში ტარდება.