ახალქალაქის
მუნიციპალიტეტში 3.0 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. ამის შესახებ
ინფორმაციას ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. მათი
ინფორმაციით, 10 მაისს, 19:46 საათზე, მიწისძვრა ახალქალაქიდან 19
კილომეტრის მოშორებით, სოფელ აგანაში მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ზარალი მიადგა სოფელ აგანას ან ეპიცენტრის სიახლოვეს მდებარე სხვა სოფლებს.