ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წლისთავი ახალციხეში ტრადიციულად 9 მაისის მემორიალთან აღინიშნა. სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებაზე ქალაქ ახალციხეში მცხოვრები 7 ვეტერანიდან 6, ხოლო მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 16–დან მხოლოდ 5 მათგანი მივიდა.
ივანე გოზალიშვილი დიდ სამამულო ომში სკოლის გამოსაშვები საღამოდან მოხვდა. ამბობს, რომ 1941 წლის ბოლოს, როცა სტალინის ბრძნებით ქართული, ნაციონალური დივიზიები ჩამოყალიბდა, იგი ამიერკავკასიის ჯარებში მოხვდა. 94 წლის ვეტერანს ახლაც კარგად ახსოვს ომში გამოვლილი გაჭირვება და მისი სამხედრო შენაერთის მოვალეობა. ამბობს, რომ 406–ე მსროლელთა დივიზია, სადაც იგი ოცეულის მეთაური იყო, თურქეთის საზღვარზე იდგა და დაპირისპირებულ მხარეს შემართებით ებრძოდა. ომმოვლილი მებრძოლი კი საკუთარ სამშობლოში 1945 წლის ბოლოს დაბრუნდა.
გოზალიშვილის მსგავსად, ომში სკოლის დასრულებისთანავე წავიდა დავით გოჩაშვილი. შ 4 წლის განმავლობაში იგი საბჭოთა ჯარების შემადგენლობაში იყო და ყაბარდო–ბალკანეთში იბრძოდა. 70 წლის შემდეგ, იხსენებს, რომ მათი ოჯახიდან საბრძოლველად 5 ძმა გაიწვიეს. მათგან 2 უკან ვეღარ დაბრუნდა. ამბობს, რომ დაპირისპირება სასტიკი იყო და ბრძოლაში დაიჭრა კიდეც.
ფაშიზმზე გამარჯვების 70–ე წლისთავი ახალციხეში ტრადიციულად 9 მაისის მემორიალთან აღინიშნა. სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებაზე ქალაქ ახალციხეში მცხოვრები 7 ვეტერანიდან 6, ხოლო მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 16–დან მხოლოდ 5 მათგანი მივიდა. ომის საპატიო მონაწილეებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი კოლეჯ ,,ოპიზარისგან“ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გარდა ამისა, ისინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70–ე წლისთავთან დაკავშრებით, სახელმწიფომ სპეციალური მედლებითა და 1000 ლარის ოდენობით, თანხით, დააჯილდოვა.
9 მაისი, თარიღი, როდესაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი დასრულდა, დღეს გამარჯვების დღედ მოიხსენიება. ორი დაპირისპირებული მხარისინტერესებს 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლე იყო. სამამულო ომში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 25 000 მამაკაცი წავიდა, მათგან 15 000 უკან არ დაბრუნებულა. დღესკი მთელს სამცხე–ჯავახეთში 97 ომის ვეტერენია.
დაპირისპირება, რომელიც ძირითადად გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, საკუთარ მოკავშირებთან ერთად მიმდინარეობდა, 1945 წლის 8 მაისს დასრულდა. როდესაც ფაშისტური გერმანიის გენარალ ფედ–მარშლმა ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა, 9 მაისს კი მოსკოვში, წითელ მოედანზე, გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი გაიმართა. თარიღი დღესასწაულად სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით გამოცხადდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყნებში აღნიშნავენ.