10 მაისიდან აწყურის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა იწყება, – ამის შესახებ
ქაშვეთის ეკლესიაში წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით
გამართული წირვის დასრულების შემდეგ არქიდიაკონმა დემეტრე
დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც არქიდიაკონმა აღნიშნა, 11 მაისს გონიოში წმინდა მოციქული
მატათას საფლავზე აღევლინება წირვა, 12 მაისს წირვა ჩატარდება ხულოში,
13 მაისს- ახალციხეში, 14 მაისს წირვა ჩატარდება ბორჯომში და
პარაკლისი ხაშურში, ხოლო 15 მაისს წირვა გაიმართება გორში. 16 მაისს
10:00 საათზე, წირვა ჩატარდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ხოლო
14:00 საათზე მანქანებით მსვლელობა გაიმართება მცხეთიდან თბილისისკენ.
15:00 საათზე ვარდების მოედნიდან ფეხით მსვლელობა გაიმართება სამების
საკათედრო ტაძრისკენ, საიდანაც 17:00 საათზე სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხედის
პარაკლისს და დალოცავს მრევლს.
17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დასვენებული იქნებ აწყურის
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ჩაატარებს წირვას და დალოცავს ოჯახებს.
“ჩვენს ქვეყანაში უნდა აღდგეს გამორჩეული პატივისცემა აწყურის ღვთისმშობლის ხატისადმი, როგორც ეს იყო საუკუნეთა მანძილზე. მარადჟამთა ავბედობის გამო დავივიწყეთ, რადგან იგი უფალმა ჩვენს შემწედ დაგვიდგინა”, – განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა.