ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა ახალციხეში.
5 მაისს საღამოს თერთმეტი საათისათვის, რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხევვის შედეგად არავინ დაშავებულა.
ერთი ავტომანქანა მსუბუქად, ორი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ითვალისწინებს. კანონდამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება.