ახალციხის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე მსურველების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს. კონკურსის მესამე ეტაპი 4 მაისს დაიწყო, მასშიც მონაწილეობას სულ 69 კონკურსანტი მიიღებს. როგორც ქალაქის მერი აცხადებს, მესამე ეტაპი, სავარაუდოდ, 7 მაისს დასრულდება.
თვითმართველ ორგანოში კონკურსი 14 პოზიციაზე იყო გამოცხადებული. ტესტირებაში მონაწილეობა 215 მსურველმა მიიღო, თუმცა ბარერი 29 მათგანმა გადალახა.
გიორგი კოპაძის თქმით, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპს ის პიროვნებებიც გაივლიან, რომლებმაც წინა ტესტირებაზე გამსვლელი ქულები აიღეს, მაგრამ გასაუბრების ეტაპზე ვერ გადავიდნენ.