ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა 9 ოჯახს ახალციხის მერიამ, გიორგობის დღესასწაული წინასწარ მიულოცა და საჩუქრად 200 ლარის ოდენობით ფულადი თანხა გადასცა.
მათ ქალაქის მერი ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა.
გიორგი კოპაძის თქმით, ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები სხვადასხვა შეღავათით მომავალშიც ისარგებლებენ.
ფულად თანხას ისინი 9 მაისსაც მიიღებენ.