ახალციხის მუნიციპალიტეტმა, რწყვის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მზადება დაიწყო.
სოფლებში გიორგიწმინდაში, ფერსასა და მუგარეთში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის პროექტები უკვე მზადდება. საპროექტო სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანია ახორციელებს.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, სოფელ ზიკილიაში დამეწყრილი ადგილები შეივსო და არხის სათავე–ნაგებობა მოწესრიგდა. ნოდარ ბალახაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში სოფელ ნაოხრებისა და ჭაჭარაქის წყალსატუმბ სადგურებზე სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
აგრეთვე, მიმდინარეობს ვალე-პამაჯის, გურკელი-ზიკილიისა და გურკელი-წრიოხის სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები.
სარწყავი სიტემის მშენებლობა იგეგმება სოფელ წყორძაშიც. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „უტა 2015“ შეასრულებს. აღნიშნულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.