საქალაქო ტრანსპორტის სისტემა უნდა დარეგულირდეს-ამის შესახებ კომენტარი ახალციხის მერმა წლიური ანგარიშის წარდგენენისას გააკეთა.
გიორგი კოპაძის თქმით, საგზაო დეპარტმენტს თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლით შეცვლილიყო, თუმცა უშედეგოდ. კოპაძე ამბობს, რომ საქალაქო ტრანსპორტი კერძო კომპანიას ეკუთვნის და მას ოფიციალურად რამის მოთხოვნის უფლება არ აქვს.
მისსივე თქმით, უნდა შეიქმნას სხვა კერძო საქალაქო ტრანსპორტი, რომელსაც მერია გააკონტროლებს და დაარეგულირებს.
ქალაქის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აღნიშნული, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.